ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამია ახვლედიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 13 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩა N23-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, მამია ახვლედიანმა განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ლექსო ზარქუას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მიყენებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამია ახვლედიანი ბრალდებულის სახით 24 თებერვალს დააკავეს. მოსამართლემ მამია ახვლედიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2016/05/19 12:29:03
ნანახია: 1850 ჯერ