ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი შტამი – „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა. ორგანიზაციის თქმით, ახალი შტამი ისეთ ქვეყნებშიც კი სწრაფი ტემპით ვრცელდება, სადაც იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების დაფიქსირების შემდეგ, შტამი ყოველდღიურად სამმაგად მრავლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოგზაურობის ხარჯზე არ ვრცელდება და შიდა გადადების მაღალი მაჩვენებლითაც ხასიათდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ, აღნიშნული ტემპებით გავრცელების გათვალისწინებით, სულ მალე „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტს ჩაანაცვლებს და დომინანტი შტამი გახდება.
ამ ეტაპზე დამატებითი კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს „ომიკრონის“ შტამის მიმართ არსებული ვაქცინების ეფექტიანობა.
ჯანმოს ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა
21.12.2021 12:40:34

ნანახია: 271 ჯერ