“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელიას განცხადებით, მომავალ კვირას ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. – შესაბამისი განცხადება მან “მთავარ არხის” ეთერში საუბრისას გააკეთა.
როგორც მან გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა, ის პრეზიდენტს პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად შეხვდება.
“როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, ის თუ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები
