6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა კონგოში მომხდარი თავდასხმის შედეგად. შემთხვევა აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბენიში მოხდა.
თავდამსხმელი, რომელსაც ტანზე ბომბი ჰქონდა, შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა, თუმცა მან ასაფეთქებელი მოწყობილობა რესტორნის შესასვლელთან აამოქმედა.
შემთხვევის დროს რესტორანში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი შობას აღნიშნავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
კომენტარები