ახალი კოვიდრეგულაციების გამო, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ზამთრის სეზონი თითქმის ჩავარდნილია.
ქვეყნის მთავრობამ, მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან, არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა მოგზაურთათვის. შეზღუდვები განსაკუთრებით გამკაცრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც „ომიკრონის“ შტამის გავრცელების დონე რეკორდულ ნიშნულზეა.
მკაცრი შეზღუდვები ეხებათ – დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, დანიის და ნორვეგიის მოქალაქეებს, სადაც „ომიკრონის“ შტამი რეკორდულ ნიშნულზეა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქვეყნებიდან მოქალაქეები ავსტრიის საზღვარს მას შემდეგ გადაკვეთენ, რაც ჩამოფრენისას ადგილზე წარადგენენ სამჯერადი იმუნიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და ახლად ჩატარებული „პისიარკვლევის“ შედეგს.
შეგახსენებთ, რომ ზალცბურგის ზამთრის სეზონის დამსვენებელთა 25 პროცენტს, წინა წლებში, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები შეადგენდნენ.