ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.
„განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
კომენტარები
