სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა იწვის, – ამის შესახებ BBC წერს.
ძლიერი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არაა.
„სახურავი ცეცხლშია გახვეული. ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება. შენობის კედლები იბზარება. იწვის ეროვნული ასამბლეის შენობაც“, – ამბობს ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერი.
კომენტარები