სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტი ხანძარმა გაანადგურა – ჩამოინგრა სახურავი და შენობის ერთი სართული. ხანძრის გამო, 50 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
საქმეს სამხრეთ აფრიკის პრიორიტეტულ დანაშაულთა გამოძიების დირექტორატი (Hawks) იძიებს. როგორც წესი, ისინი პოლიტიკურ ინსტიტუტებზე თავდასხმის საქმეებს სწავლობენ.
ხანძრის დადასტურებული მიზეზი არაა ცნობილი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში სახანძრო სისტემა არ მუშაობდა და ჩაკეტილი იყო მოწყობილობის სარქველი, საიდანაც ოთახების ჭერებზე დამონტაჟებული ცეცხლსაქრობები მარაგდებოდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
კომენტარები