სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ეხმიანება საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით ქართული ოცმება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას.
თოლორაია TV პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების შესაცვლელად დრო ჯერ კიდევ აქვს. თოლორაიას თქმით, მას პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს.
“ხაზგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამერიკის ელჩმა, საელჩომ ეს ასე ხმამაღლა დააფიქსირა. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა ნგრევაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი, მინდა მჯეროდეს, რომ ბოლო წერტილი, რაღაც არსებობს და კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიყვანილი არ იქნეს”.- ამბობს თოლორაია.
