პოლონეთში, მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მაღაზიაში პირბადის არტარების გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„პოლიციამ მამაკაცი ვარშავაში, ბიელანის უბანში დააკავა, რადგან მას პირბადე არ ეკეთა“, – განაცხადა ინსპექტორის მოადგილემ, ელვირა კოზლოვსკამ.
45 წლის მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
კომენტარები
