იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 189 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 231 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 6 756 035 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 138 276 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
იტალიაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს
კომენტარები
