ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა მსუბუქი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის მსუბუქ ფორმას უნდა მიეკუთვნებოდეს. ისევე როგორც წინა ვარიანტების შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამო, ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
კომენტარები