„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასა და მომიტინგეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
„ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას და როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია ბოლოდროინდელი არეულობებით. ავღანეთის ისლამური საამირო მოუწოდებს როგორც მთავრობას, ასევე მომიტინგეებს, საკითხები მოლაპარაკებებითა და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დააბრუნონ“, – ნათქვამია ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები