ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი, რომელიც 2 დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
შვილის შესახებ პოსტი თავად მომღერალმა დაწერა. „ჩემმა მშვენიერმა ვაჟმა, ნევიმ ნესტა ალი შეინ ო’კონორმა გადაწყვიტა, დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა“,– შინეიდ ო’კონორი.
მომღერლის შვილის გარდაცვალების ფაქტს პოლიციაც ადასტურებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები
