სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ტბის ტერიტორიაზე კლდე ჩამოიშალა. შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაღუპული, 3-ს ეძებენ, 32 კი დაშავდა, – ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, კლდე იმ ადგილას ჩამოინგრა, სადაც ნავები იყო გაჩერებული. ერთი ნავი ჩაიძირა, სხვებმა კი ტერიტორიიდან დროულად გაღწევა შეძლეს.
შემთხვევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, შტატში ძლიერად იწვიმა.
კომენტარები
