მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 306 მილიონს გადააჭარბა.
ვირუსმა 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 299 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებულ შტატები ლიდერობს, სადაც 60 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი ინფიცირებული საფრანგეთში გამოვლინდა. ინფიცირების მზარდ დინამიკასთან ერთად კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს და მას „დელტაკრონი“დაარქვეს.
კომენტარები