„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.
„როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაგრძელდება აქტიური პროცესი განახლების, აქტიური პროცესი რეფორმებისა“, – დასძინა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
პარტიაში განმარტავენ, რომ არჩევნების შემდეგ შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია ჩვეულებრივი პროცესია.
კომენტარები
