პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არც ის და არც ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„ბრძოლა გაგრძელდება,ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და ესაა იმედის დაბრუნების საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცოტაოდენი იმედი დარჩათ იმისა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, თქვენთან ერთად, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარები
