ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ავთანდილ წერეთელი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
როგორც წერეთელმა განაცხადა, მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.
„ყველა ვარიანტში გასაჩივრდება გადაწყვეტილება. ახლა თაღლითიც გავმხდარვარ. ჯერ ფულს ვათეთრებდი, ახლა თაღლითიც გავმხდარვარ. შვიდი წელი რისთვის მომისაჯეს, თვითონ არ იციან. თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს შვიდი წელი და ვინაიდან არის ხანდაზმული, ციხეში არ გამიშვებენ. როგორ უნდა დაგიმტკიცონ დანაშაული, ხელი არაფერზე გაქვს მოწერილი. მერე რა რომ ჩემს გაერთიანებაში შემოდიოდა, იმას თავისი დირექტორები, ბუღალტერი ჰყავს. გასაჩივრდება აუცილებლად. უნდა ვიბრძოლოთ. არ მქონდა ამის მოლოდინი, გამართლების მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.
