უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობენ.
„ყველაფერი კოტროლის ქვეშ არის. პანიკის მიზეზი არ არსებობს. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. მზად ვართ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები
