Messenger-ის საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.
„ახალი განახლება საიდუმლო ჩათებისთვის: თქვენ მიიღებთ შეტყობინებს, თუ ვინმე შეეცდება „დაასქრინშოთოს“ მიმოწერა“, -წერს ცუკერბერგი.
მისივე თქმით, საიდუმლო ჩათს GIF-ები, სტიკერები და რეაქციები დაემატება.
კომენტარები