ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეების სანიტარიული ჭრა და მათი ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლება მოხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გამზირზე არსებული მცენარეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნაწილი დაავადებულია, ნაწილი ხმობადია, ხოლო ნაწილი – დაზიანებული.
„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. აღნიშნულ გამზირზე არსებული მწვანე ნარგავების მდგომარეობა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა შეისწავლეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცენარეების
თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციით მიზანშეწონილია აღნიშნული დაავადებული და დაზიანებული ხეების სანიტარიული ჭრა და მათი ჩანაცვლება ჯანსაღი ნარგავებით.
მინდა დავავალო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება“,- განაცხადა კახა კალაძემ.