“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. ელენე ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვლს არასათანადო მოპყრობის და შიმშილობის კვალი ჯერ ისევ ეტყობა.
წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მითუმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა, – თქვა ხოშტარიამ.