როდესაც „ნაცმოძრაობამ“ გვითხრა, რომ უნდოდათ პარლამენტში შემოსვლა და საგამოძიებო კომისიის შექმნა, ჩვენ ძალიან მარტივი და სამართლიანი პირობა დავუყენეთ, რომ თუ ჩვენც დაგვჭირდებოდა ასეთი კომისია მომავალში, ისინი დაგვიჭერდნენ მხარს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„გარდა ამისა, მათ აღარ უნდა დაეძახათ ჩვენთვის „ქართულ ოცნებაზე“ მიყიდულები. დღეს მოვისმინეთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებები, რომ ისინი მზად არიან, „გირჩის“ ამ პირობებზე წამოვიდნენ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენი დახმარებით ეს კომისია შეიქმნება. შანსი ერთხელ მაინც ყველას უნდა მისცე ცხოვრებაში, ხოლო თუ ისინი ასეთი საჯარო განცხადებების შემდეგ მაინც დაარღვევენ პირობას, ჩვენ ის მაინც გვექნება ღიად სათქმელი, რომ ასეთ მარტივ პირობაზეც „გადაგვაგდეს“. შესაბამისად, გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა შედგება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.