პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა.
“კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივ მომხსენებელთან სვენ მიკსერთან.
ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგზე. ასევე პარლამენტის გადამწყვეტ როლზე 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის მომზადების საქმეში.
გასულ წელს, მიუხედავად რთული პოლიტიკური დღის წესრიგისა, საქართველოს პარლამენტმა მნიშნველოვანი რეფორმები გაატარა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დასაახლოებლად. მათ შორის გამორჩეულია „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება.
საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული ღირებულებების ხელშემწყობ პლაცდარმად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.