ჩემი ტელეფონით ეს ოფიციალურად დაფიქსირებულია, ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. პოლიციამ დაიგვიანა, ვითომ შეეშალათ ოფისი, მივიდნენ სხვაგან და ჩვენ იძულებული გავხდით, ჩვენი ოფისიდან თანამშრომლები დაგვეცვა ფიზიკურად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ ეს ფაქტი აღეკვეთათ ოპერატიულად და დასჯილიყვნენ მოძალადეები, ბრალის წაყენებას ჩემთვის აპირებენ. ახლა ტარდება მაჟორიტარის საპარლამენტო არჩევნები და ამ გზით ცდილობენ განეიტრალებას და ხელის შეშლას“, – განაცხადა კირკიტაძემ.
კომენტარები
