თუ იმაზე ვლაპარაკობთ,მან ჩამოსვლით სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა, მიშა ჩამოვიდა იმიტომ, რომ აჩვენოს საზოგადოებას, როგორ უნდა თანგანწირვა”– ამის შესახებ ენმ–ის წევრმა გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ბარამიძე აცხადებს, მიშა საპატიმროდან იბრძვის და ეს გამოიხატება მის მიერ დაწერილი პოსტების და წერილების გამოქვეყნებით.
“მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეში რომ ზის, ის უბრალოდ კი არ ზის, ის იბრძვის და მოქმედებს. რამდენ რაღაცას აკეთებს, რამდენ წერილს და პოსტს აქვეყნებს, წიგნებს წერს. თუ იმაზე ვლაპარაკობთ,მან ჩამოსვლით სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა, მიშა ჩამოვიდა იმიტომ, რომ აჩვენოს საზოგადოებას, როგორ უნდა თანგანწირვადა თავდადება სამშობლოსთვის,”– აცხადებს გია ბარამიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის ისეთი გამოცდილება და ბიოგრაფია აქვს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.
“ის ნამდვილი ლიდერია, რომელსაც თავი აქვს გადადებული არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც. ის ორივე ერის ლიდერია,”– აცხადებს გია ბარამიძე.
