„მიშას ჩამოსვლა იყო ძალიან დიდი მუხტი ქართველი ხალხისთვის; არ არსებობდა მაშინ ოჯახი, რომელშიც მოლოდინი არ იყო ცვლილების, უბრალოდ ყველა ელოდებოდა მუხტის სწორად წარმართვას. სწორედ შენი წყალობით ეს მუხტი ისე გაილია, გაიცვითა და დასუსტდა, როგორც ავარჯიშე ხალხი კანცელარიის წრეებზე თუ 300 არაგველ-ავლაბრის ტრაექტორიებზე – ასე ეხმიანება „ნაციონლური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე ნიკა მელიას აღიარებას.
როგორც მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელიას ქარიზმა არ აქვს და მან ვერ ილიდერა.
„მიშას ჩამოსვლა კი იყო ძალიან დიდი მუხტი ქართველი ხალხისთვის; არ არსებობდა მაშინ ოჯახი, რომელშიც მოლოდინი არ იყო ცვლილების, უბრალოდ ყველა ელოდებოდა მუხტის სწორად წარმართვას. სწორედ შენი წყალობით ეს მუხტი ისე გაილია, გაიცვითა და დასუსტდა, როგორც ავარჯიშე ხალხი კანცელარიის წრეებზე თუ 300 არაგველ-ავლაბრის ტრაექტორიებზე. მიზეზად „პროვოკაცია“ დაასახელე და სულანთებული ხალხი სულჩამქრალად აქციე. ჯანსაღი პროტესტი არ ნიშნავს ჩხუბს, ამ ტალღის ჩხუბის გარეშე მართვა არის სწორედ ძლიერი ლიდერის საქმე. ახლა რაზე იმართლებ თავს? ვერ ილიდერე! ეს არის ნიჭი და არა შეძენილი პროფესია, ან გაქვს ან – არა. მიშას ჩამოსვლა იყო ნაპრალი რეალურად, უბრალოდ ხმის ინტონაციითაც კი იმას ამბობდი, რომ გავჩერებულიყავით. მეც გედექი გვერდზე, გაკვირდებოდი და ჩემი თვალებით გიყურე 3 საათი, მერე დამღალე წრეებზე სიარულით და წავედი. გულწრფელობა, ნამდვილობა და სისუფთავე არ ჩანს. ქარიზმა – აი რა არ გაქვს. მუხტს გამოყენება, მართვა და გაძლიერება სჭირდება, თორემ ერთხელ რომ სულს არ შეუბერავ ნაპერწკალს, ჩაქრება“, – წერს მაია ორჯონიკიძე Facebook-ზე.