მე მგონი ახალი არ არის ის, რომ ნიკანორ მელიას აქვს და ჰქონდა თავისი მოსაზრებები, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბევრ რამეში არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, ყოფილი პრეზიდენტი კი პარტიას მხოლოდ საკუთარი გათავისუფლებისთვის იყენებს.
„ბევრ რამეში ის არ ეთანხმებოდა სააკაშვილისა და მისი მომხრეების პოლიტიკას. ეს არ არის ახალი, უბრალოდ უკვე საჯაროდ დააფიქსირა მან ეს პოზიცია. საზოგადოებაში უკვე ნათელი გახდა ის, რომ პატიმარი სააკაშვილი თავის პარტიას – ყოფილს თუ ახლანდელს, ეს თვითონ არკვიონ, იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გათავისუფლდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები
