„გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, თუ გია ბარამიძე გახდება პარტიის თავმჯდომარე, ამით სააკაშვილი ციხიდან არ გათავისუფლდება და არც პარტიის მიმართ გაიზრდება მხარდაჭერა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ნიკა მელიას ადგილი, თაკო ჩარკვიანის ადგილი, გუბაზ სანიკიძის ადგილიც და სხვა ადამიანების ადგილიც. მათ შორის შიდა კონფლიქტები ბუნებრივი ამბავია“, – ამბობს ხვიჩია.
„ქრონიკას“ მოქალაქემ ვიდეოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშია მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა. ჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით პარტიის გეგმები არია.
კომენტარები
