ქალთა ორგანიზაციას ძალიან ამბიციური გეგმები ექნება, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენი ქალი წევრების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა, სადაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებთან შეხვედრა გამართა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. კახეთში მმართველის პარტიის წარმომადგენლების ვიზიტი ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას ეხება.
„ქალთა ორგანიზაციას ძალიან ამბიციური გეგმები ექნება, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენი ქალი წევრების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან. შესაბამისად, დაიგეგმება კონკრეტული პროექტები, რომელიც ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდება. ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრი ქალების პროფესიულ ზრდას მოემსახურება, არამედ ზოგადად, ხელს შეუწყობს ქალების ინტერესების რეალიზაციასა და ქალთა უფლებების უკეთესად დაცვას“, – განაცხადა კობახიძემ.
