„ერთ ვიდეოს გაგახსენებთ, რომელიც ექსპრეზიდენტმა არაჟნებში მოკალათებულმა ჩაწერა. ვიდეოში სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავებს თავისივე დადგმული სცენარით საქართველოში შემოპარვა დააბრალა. ეს ვიდეო და ეს „ფეიკი“ ყველასთვის კარგად გასაგებია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული, თუმცა, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ.
„რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია. რა არის „ფეიკის“ მიზანი, როგორ ხდება? – 5-10% სიმართლე და მასზე დაშენებული 90 -95% ტყუილი, ამ ყველაფრის გატანა, შენ მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების მეშვეობით და საზოგადოებისთვის ტვინების გამორეცხვა. ეს არის ძირითადი მიზანი. „ფეიკის“ ორ ნათელ მაგალითს მოგიტანთ, სადაც ძირითადი სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუციები არიან, მათი პატივი და ღირსება: 1. ეს არის ე.წ. დაზარალებული სააკაშვილი. უკრაინაში, თითქოს სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის მზადაა ეს ხალხი თვალებში შეაყაროს საკუთარ საზოგადოებას ნაცარი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
