პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს აირჩევენ. მმართველ გუნდს უკვე ჰყავს საკუთარი რჩეული. „ქართული ოცნება“ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარლო კაციტაძეს დაუჭერს მხარს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილს.
„მხარდაჭერა გადაიხარა ბატონი კაციტაძის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ უფრო მეტი სტაჟი აქვს ბატონ კოკას და უფრო მეტად ფოკუსირებული იყო მისი განვლილი კარიერული წინსვლა ისეთ დანაშაულების გამოძიებაზე, როგორიცაა სამოხელეო დანაშაული.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრული კრახი განიცადა კომიტეტზე, როდესაც მათ დეკანოიძის პირით გააჟღერეს პოლიტიკური შინაარსის განცხადებები და პოლიტიკური შინაარსის კითხვები იყო მათი მხრიდან დასმული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
