აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს უახლოეს საათებში დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა განაცხადა.
„დღეს აშშ მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, მათ შორის სანქციების შესახებ, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ იმის საპასუხოდ, რაც რუსეთმა გუშინ გააკეთა“, – აღნიშნა ჯონ ფაინერმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი შემდგომ ქმედებებს განახორციელებს, აშშ მნიშვნელოვან და მძიმე შედეგებ დააკისრებს რუსეთს, თუმცა ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მთელი რიგი არ არის მოსალოდნელი.
კომენტარები