საბურთალოზე, ბურძგლას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით არის აღძრული.
შეთხვევის ადგილზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.
კომენტარები