სანქციებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება გუნდში განხილული იყო. ბუნებრივია ამას ყველა ვიზიარებთ და მეტსაც გეტყვით: როდესაც ჩვენ ოპოზიციასთან გვაქვს საუბრები დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკინვეული რუსეთისთის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასეთ დროს ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონდაწონვა და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არ აქვს რესურსი დღეს, რომ სანქციებზე ისაუბროს და ეს მკაფიო განცხადება გაკეთა პრემიერის მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები
