ბელორუსი, როგორც რუსეთის ფედერაციის სატელიტი, ხელს უწყობს თავის ტერიტორიაზე ჯარებისა და მტრის შეიარაღების განლაგებას, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„24 თებერვლიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან სისტემატურად ხორციელდება სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ცნობილია, რომ ბელარუსის ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში არიან და კონკრეტულ ადგილებში, რაც შეიძლება ახლოს არიან განლაგებულნი უკრაინის სახელმწიფო საზღვართან. მიმდინარე დღის განმავლობაში, დაზვერვის ინფორმაციით, დაფიქსირდა ავიაციის მნიშვნელოვანი აქტივობა. გარდა ამისა, შეინიშნება საკვებითა და საბრძოლო მასალით დატვირთული კოლონების მოძრაობა ბარანოვიჩის, ლიახოვიჩისა და პინსკის დასახლებებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები
