ბულგარეთში ლტოლვილთა ყველაზე დიდ ბანაკში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ამის შ ესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ხარმანლის ბანაკში, რომელიც თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, ინფექციური დაავადების ეპიდემიის გამო ორი დღის წინ კარანტინი გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ავღანელმა ლტოლვილებმა საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და პოლიციას ქვები დაუშინეს.
საპასუხოდ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
შეტაკების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ბულგარეთის ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბანაკში კარანტინის გამოსაცხადებლად არანაირი რეალური მიზეზები არ არსებობდა.
კომენტარები