100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს ერაყში. თვითმკვლელმა ტერორისტმა აალებადი ნივთიერებით დატვირთული საბარგო მანქანა, ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 100-მდე ადამიანი.
დაღუპულთა უმრავლესობა ირანელი შიიტი მომლოცველია, რომლებიც ქალაქ ელ ჰილადან სამშობლოში, რელიგიური დღესასწაულის შემდეგ ბრუნდებოდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
კომენტარები