აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი შემზარავი სისასტიკე.
„უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაარტყა სამოქალაქო პირებს, რომლებიც ევაკუაციას და უსაფრთხო ადგილზე მისვლას ცდილობდნენ. აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას და თავდაცვისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებით და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებით“, – წერს ჯო ბაიდენი Twitter-ზე.
The attack on a Ukrainian train station is yet another horrific atrocity committed by Russia, striking civilians who were trying to evacuate and reach safety.
— President Biden (@POTUS) April 8, 2022