ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თემას – ნახსენები იყო „ენტევე“. დიდი ბოდიში მოხდით, პირველ რიგში საზოგადოებასთან, არ შემიძლია, არ შევახსენო საზოგადოებას ის ქეისები და მსგავსი ტიპის შემთხვევები, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიარა საზოგადოებამ და გაცილებით უხეში ფორმებით, ვიდრე ეს „ენტევეში“ მოხდა. გვახსოვს ტელევიზიებში იატაკზე დაყრილი ჟურნალისტები, იარაღმიბჯენილი, მერე ტყვიებდაშენილი – კარგად დაუფიქრდით თქვენივე წარსულს. გარდა მედიის თავისუფლებისა, არის კერძო საკუთრების თემაც. „რუსთავი 2“-ის პროცესი დღეს უფრო მეტად არის კერძო საკუთრების ქონებრივი უფლების საკითხი, ვიდრე მედიის თავისუფლების. მე პირადად, როგორც პიროვნება ლევან კობერიძე, ჩემ აზრს გამოვხატავ, მორალური თვალსაზრისით, ჩემთვის ეს ტელევიზია დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის საკუთრება უფროა! თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. იმიტომ არის ქვეყანაში სასამართლო, სასამართლო პროცესი და სამართლებრივი ჩარჩოები, რომ ჩვენი პირადი მოსაზრებები გადავდოთ გვერდზე და ვაცადოთ სასამართლოს, ჩამთავრდეს ეს პროცესი“, – განაცხადა კობერიძემ.