უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, საუბრისას განხილვის თემა იყო უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ანტირუსული სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ასევე, განვიხილეთ ანტირუსული სანქციები და უკრაინისთვის თავდაცვის და ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები