11 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა რუსეთის მიერ განხორცილებელი საავიაციო იერიშის შედეგად. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თანახმად დაღუპულებს შორის 7 წლის ბავშვია.
„რუსების დაბომბვის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 7 წლის ბავშვი და დაიჭრა – 14. ხარკოვის ოლქის ექიმები საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ და იბრძვიან დაჭრილების სიცოცხლისთვის“, – ამბობს ოლეგ სინეგუბოვი.
მისივე განცხადებით, რეგიონში „მტრის სადაზვერვო თვითმფრინავების აქტიურობა“ შეინიშნება. ამასთან, სინეგუბოვის თქმით „ოკუპანტები აქტიურად გამოყენებენ ნელი მოქმედების ნაღმებს“, რომელიც მოქმედებაში მოდის იმ შემთხვევაში თუ მას ადამიანი შეეხება ან სხვა სახის მოქმედება განხორციელდება, ამიტომ იყავით ყურადღებით“,- აფრთხილებს ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინის ხელიუსუფლების ინფორმაციით ომს, მისი დაწყებიდან დღემდე ათასობით მშვიდობიანე მოქალაქე, მათ შორის 183 ბავშვი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.