ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა არ უნდა იყოს:
„პრაქტიკულად, ყველა რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხელ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. თუ ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია და მეორე მხარეს პოლიტსაბჭოს წევრთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პარტიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, ძნელია სასიკეთო მოვლენების განვითარების პროგნოზირება. არ არის გამორიცხული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყრილობასაც”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
კომენტარები