გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
”რუსთავი 2” სრულიად ღიად აშანტაჟებს სახელმწიფოს. მათი პროპაგანდის მიხედვით ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ მაშინ თუ შეწყდება ამ არხის სასამართლო პროცესი და გათავისუფლდება გიგი უგულავა. ანუ, თუ საქართველოს სურს ვიზალიბერალიზაცია, მაშინ წართმეული არხის სასამართლოს მეშვეობით დაბრუნების შანსი არ უნდა მისცეს მის ძველ მეპატრონეებს და გამოუშვას ჯალათი. ამ პროპაგანდით, ”რუსთავი 2” ახდენს ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების სრულ დისკრედიტაციას ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებში შედის”, – წერს უძილაური.
კომენტარები