ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ზურა ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა 2000 დელეგატის წესი, რომლის თანახმად, ყრილობამ უნდა აირჩიოს ახალი თავჯდომარე.
მოვითხოვეთ თავმჯდომარის საკითხზე ცალკე დისკუსიის გამართვა, რადგან ეს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ეს არ არის პროცედურული საკითხი.
დაისვა მწვავე კითხვები: რატომ მაინცადამაინც 2000 დელეგატი? რატომ უნდა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე? რატომ უნდა ჩატარდეს ყრილობა 27 დეკემბერს?
რატომ არ უნდა იყოს დელეგატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და ქვემოდან ზევით? რატომ უწევს მთელი თეთრისწაყოს რაიონს 3 დელეგატი და პარლამენტის თითო წევრსაც 3-3 დელეგატების წარდგენის უფლება?
რა ნიშნით უნდა წარადგინოს ზუგდიდში ლაშა დამენიამ 42 დელეგატი და სანდრამ მხოლოდ 24??!!” წერს ჩიორა თაქთაქიშვილი “ფეისბუქზე”.
რა ხდება “ნაციონალების” პოლიტსაბჭოზე?
2016/11/30 17:05:47

ნანახია: 1422 ჯერ