უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა „რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად“ შეძლეს გარღვევა პოლკ „აზოვთან“ შესაერთებლად.
არესტოვიჩი ფეისბუკზე წერს, რომ „აზოვმა“ ეს ღონისძიება პროფესიონალურად უზრუნველყო. პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანახმად, ამ მანევრის შედეგად, „აზოვი“ არსებითად განმტკიცდა, 36-ე ბრიგადამ კი თავიდან აიცილა ნაწილებად განადგურება, მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და ფაქტობრივად, მეორე შანსი
არესტოვიჩის ამ შეტყობინებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომ მარიუპოლში იარაღი ნებაყოფლობით დაყარა უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ და ისინი ტყვედ ჩაბარდნენ.
ამ ინფორმაციაზე კომენტარისთვის სააგენტო Reuters-მა მიმართა უკრაინისთავდაცვის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.