ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.63 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.
ამ დროის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.63 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.55 ლარად.
„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.6290 ლარად შეუძლია, გაყიდვა – 2.5510 ლარად.
„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.6300 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.5300 ლარად.
„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6000 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.5300 ლარს მიიღებს.
კომენტარები