აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ რუსთავი 2-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის წეევრი ეკა ბესელია აფასებს.
“ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ეს იყო დასმულ კითხვაზე პასუხი. თავისი შინაარსით ზუსტად ეხმიანება ზოგად პრინციპებს, რაც გვინდა ჩვენც რომ იყოს დაცული, მათ შორის მედიის და სასამართლოს თავისუფლება. აქ არავის განსხვავებული პოზიცია არ აქვს. ეს არის დავა, რომელიც სასამართლოს არეალში არის გადატანილი. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას,”– განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები