11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19,3 პროცენტით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი, 7,9 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
„ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება იმ მოგზაურებს რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 2 536 791 შეადგინა, ზრდა 19, 3 პროცენტია”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან რუსეთიდან და უკრაინიდან.
2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7,1 პროცენტი შეადგინა ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პლიუს 8,1 პროცენტია.
2016 წლის ათი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 351 403 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11, 9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.